საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
"ამ ეტაპზე კლინიაში 115 პაციენტი გვყავს. ინფიცირებული პაციენტია 86 პაციენტია. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. ბატონი, რომელსაც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს ბიოლოგიური სიკვდილი დადასტურტდა. ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ყველა სარქვის ნაკლოვანებით იყო. ნაკლოპვანება გამოიყახა ჩატარებული ექოსკოპიყრი კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, აღმოჩნდა უშედეგო", – განაცხადა ლევან რატიანმა.
29-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 485
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 139
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 4928
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3