საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 431
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 114
მათ შორის გარდაცვლილი - 5
კარანტინის რეჟიმში - 5126
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს.
ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის დადასტურებული 431. ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მოიმატა და გახდა 114. სამი ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტია", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.