საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 4-მა ადამიანმა შეძლო.
საერთო ჯამში ქვეყანაში 111 გამოჯანმრთელებული გვყავს.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის, განცხადებით, ამ დღეებში კლინიკიდან რეკორდული მაჩვენებლის გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გაწერენ.
ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 420
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 111
მათ შორის გარდაცვლილი - 5
კარანტინის რეჟიმში - 5223
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3