ინფიცირებულია სასწრაფოს 2 ექიმი და 3 მძღოლი

2020-04-22 23:39:17

ორთაჭალის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების 5 თანამშრომელი ინფიცირებულია.

კერძოდ, კორონავირუსი დაუდასტურდა სასწრაფოს 2 ექიმსა და 3 მძღოლს.

ისინი 2 კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ, სწორედ მისი დასრულების შემდეგ ჩატარებული სწრაფი ტესტების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ინფიცირებულები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში ამავე ფილიალში კორონავირუსი დაუდგინდა ექიმს, რომელიც მეუღლისგან დაინფიცირდა, ის კი თავის მხრივ ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენდა.

სწორედ ამ ფაქტის გამო ორთაჭალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ პირველ ინფიცირებულ ექიმთან კარანტინში მოექცნენ.