საქართველოში მიწისძვრა დაახლოებით 8:53 საათზე მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ლაგოდეხის ჩრდილო-დასავლეთიდან - 18 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილიდან 8კმ-ში მდებარეობდა. აღნიშნულ ლოკაციაზე 4.7 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა. ბოლოს მიწისძვრა დმანისის მახლობლად მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაფიქსირდა.