საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება

2020-04-21 16:59:59

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

"დღეს საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

ასევე მან ისაუბრა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ნელ-ნელა შემსუბუქებაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

ამასთან სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით, 2 -3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად იქნება შესაძლებელი, რომ დაიწყოს შეზღუდვების მოხსნის გეგმისა და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა.