ლევან რატიანი : არა ალკოჰოლს

2020-04-21 13:11:26

პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი  კორონავირუსის პრევენციისთვის, ხშირად გამოყენებულ საშუალებებზე საუბრობს.

რატიანიის რეკომენდაცია, კორონავირუსის პრევენციისთვის, ასეთია:

პოლივიტამინები- არა
ცინკი – არა
C ვიტამინი – არა
ალკოჰოლი – არა
მხოლოდ, ჯანმრთელი კვება

„ყველა წამალი შხამია და გამოიყენება სამკურნალოდ, თუმცა პროფილაკტიკა, მაგალითად, დავლიე ცინკი – არა; დავლიე C ვიტამინი – არა… ჯანმრთელი კვება მხოლოდ, ცილოვანი საკვები“ – აღნიშნავს რატიანი იმუნოსტიმულატორების შესახებ საუბრისას.

 „პოლივიტამინები – არავინ იცის ეს ვირუსი, რომელ მიკროელემენტს გამოიყენებს ამ დაავადების გართულებაში. უცნობი ვირუსია, შეიძლება წაახალისოს და სტიმულაცია მისცეს. ასევე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიონ ალკოჰოლი, რომელიც ძაან თრგუნავს იმუნიტეტს.” – აღნიშნავს რატიანი.