ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-21 10:02:53

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდ და 408 გახდა.

მონაცემები სპეციალურად კორონავირუსისთვის მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

"ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა. სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე 85 იყო გამოჯანმრთელებული 18 აპრილს, დღეს არის 95. ანუ, ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, 408 პაციენტიდან გამოჯანმრთელებული 95 ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 პაციენტი",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით ინფექციურში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 44 პაციენტი წევს, რომელთა შორისაც 2 ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია.

ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 408

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 95

მათ შორის გარდაცვლილი - 4

კარანტინის რეჟიმში - 4779

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3