აკრძალვები საქართველოს მოქალაქეებისთვის

2020-04-20 22:29:19

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, თურქეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 22 აპრილის 24 საათიდან 26 აპრილის 24 საათამდე კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში მოქალაქეებს თურქეთის 31 ქალაქში ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს კანონის მორჩილებისკენ მოუწოდებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ცხელ ხაზზე დაკავშირებას სთხოვს.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 22 აპრილის 24 საათიდან 26 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.