ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უკვე 210 ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოს მეზობელ, ოთხივე ქვეყანაში.
თურქეთი - დაინფიცირებულია 86 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 11 976 ადამიანი, გარდაცვლილი კი 2017.
რუსეთი - დაინფიცირებულთა რაოდენობა 47 121 შეადგენს, მათ შორის 3446 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 405 გარდაცვლილი.
აზერბაიჯანი - დაფიქსირებულია 1398 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 712 ადამიანი, 19 კი გარდაცვლილი.
სომხეთი - დაინფიცირებულია 1339 ადამიანი, მათ შორის 580 გამოჯანმრთელებილი, 22 გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 95 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.