რუსი ბაიკერების 50 კაციანი ჯგუფი ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან საქართველოში არ შემოუშვეს. რუსი მოტოციკლისტი ტიმიტრი ხრიპკოვსი ბაიკერების გვერდზე წერს რომ - "მაისის ბოლომდე საქართველოში შესვლა შეუძლებელია, ვინც საზღვარზე ხართ წამოდით უკან ვლადიკავკაზის გზით, მე მაქვს ერთადერთი კითხვა: ზლადოსტანოვ შენ კარგად ხარ? შენს გამო ნორმალურ მოტოციკლისტებს არ გვაქვს საშუალება საზღვარი გადავლახოთ". ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში შტამპი "ანულირებულია" ჩაურტყეს, ამ ინფორმაციას რუსი ბაიკერების ჯგუფი ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ ალექსანდრ ზლადასტანოვი არის რუსი ბაიკერი რომელიც საკუთარი ჯგუფით "ღამის მგლები" გავრცელებული ინფორმაციით საქართველოში, 9 მაისს აპირებს ჩამოსვლას და აქციის გამართვას. საქართველოს მოქალაქეების ნაწილი კი მათი ქვეყანაში შემოსვლის წინააღმდეგია და ძალოვან სტრუქტურებს მიმართავენ რომ "ღამის მგლები" საზღვარზე არ შემოუშვან.