თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუახნის ქალი სავარაუდოდ ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.
შსს-ში აცხადებენ რომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.