დუმბაძის ქუჩაზე ხანძარი სასტუმროს დანგრეულ შენობაში დაახლოებით 23:00 საათზე გაჩნდა. ძველ ნივთებს ცეცხლი მეორე სართულზე იმ ოთახში გაუჩნდა, სადაც ამ მომენტისთვის რამდენიმე უსახლკარო ცხოვრობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.