ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-04-19 19:52:59

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მძღოლთან ერთად მგზავრიც იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

არღვევდა თუ არა ავტომობილებით გადაადგილების შესახებ დაწესებულ შეზღუდვას მძღოლი, თუ ჰქონდა შესაბამისი საშვი, შსს-ში ამბობენ, რომ ეს გამოძიებით დადგინდება.

როგორც ინფო რუსთავს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.