საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 394
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 86
მათ შორის გარდაცვლილი - 4
კარანტინის რეჟიმში - 5094
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.