ქვემო ქართლში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-18 16:30:02

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის, განცხადებით, მხარეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ლუგარში გადაგზავნილი იყო 30 ნიმუში.

21-ის პასუხი ცნობილია და მათგან 2-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუბერნატორის თქმით, ინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის მეზობელი, რომელიც მას შემდეგ იზოლაციაში იმყოფებოდა, რაც სასწრაფოს მძღოლს ვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირების მეორე შემთხვევა  კი სოფელ სავანეთს უკავშირდება, სადაც კვერცხისა და მეფრიველეობის საწარმოში მანამდე ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ახლა ვირუსი მის მეუღლესაც აღმოაჩნდა.

ასევე ელოდებიან დარჩენილი 9 ადამიანის ტესტის პასუხებს.

გუბერნატორის თქმით, რუსთავი ინარჩუნებს ინფიცირებულთა იმ რაოდენობას, რომელიც აქამდე იყო და ახალი შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა.

"რუსთავში ვინარჩუნებთ იმ რაოდენობას გავრცელებისა და უკვე ფინალისკენაც მივდივართ. დაინფიცირებულები დღე-დღეზე გამოეწერბიან და ჯანმრთელები დაბრუნდებიან სახლებში",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა