რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში ახალი პროექტის “FUTURE MAKERS”-ის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი მიზანად ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას ისახავს. პროექტის ფარგლებში რუსთავში ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ. ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად რუსთავის ცენტრალური პარკიც განიხილება.
3 მაისს რუსთავის დემოკრატიული განვითარების ცენტრში პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. პროექტის კოორდინატორები დამსწრეებს, მათ მიერ ევროპის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულ პროექტებს გააცნობენ. პრეზენტაციის შემდეგ დაიწყება მუშაობა, რაც ითვალისწინებს იდეების სამუშაო ფორმარტში ჩამოყალიბებას და განხორციელებას. პროექტი, გაეროს განვითარების ფონდიის პარტნიორობით, მსოფლიოს სამ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და ეგვიპტეში ხორციელდება.