კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 3 მაისს, კომპანია „რუსთავის წყალი“, ხრამის სათავე ნაგებობაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე, გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, რის გამოც, 3 მაისს, დილის 11:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას. წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, 18:00 საათიდან, სრულად აღდგება. კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს".