ერთ თვეში თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება (ფოტო).

2016-11-08 19:47:43

ერთ თვეში თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.პროექტი მაგისტრალის ერთ-ერთი ყველაზე რთული, ფონიჭალას მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს.მოხდება 6.8 კილომეტრიანი 4-6 ზოლიანი ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია,  2 სატრანსპორტო კვანძის, 2 სახიდე გადასასვლელის, საგზაო გვირაბების და მზიდი კედლის მოეწყობა. მაგისტრალის მეორე მონაკვეთის მოწყობის შემდეგ, რუსთავიდან მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები, ფონიჭალამდე მარჯვნივ გადაუხვევენ, გზა გაგრძელდება მდინარე მტკვრის პარალელურად და შემდეგ რესტორან "მარაბდასთან" გზის დასრულებულ პირველ მონაკვეთს შეუერთდება. შეერთების წერტილზე გაკეთდება ესტაკადა, რის საშუალებითაც მძღოლებს შეეძლებათ გზის გასაგრძელებლად აირჩიონ სასურველი მიმართულება.მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწების 82% უკვე გამოსყიდულია, ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა  დირექტორმა ჟუანშერ ბურჭულაძემ, „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში განაცხადა. მშენებლობის პროცესი 18 თვის განმავლობასი გაგრძელდება. თბილისი - რუსთავის ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის მშენებლობას, აზერბაიჯანულ-თურქული ერთობლივი კომპანია 116,3 მლნ ლარად განახორციელებს.