წყლის ნიჟარიდან ონკანი მოიპარეს

2017-05-01 11:38:59

ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე არსებული წყლის ნიჭარიდან ონკანი მოიპარეს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. "ინფო რუსთავს" თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს რომ - "შეტყობინება შემოვიდა კოსტავას გამზირზე წყლის ნიჭარიდან წყალი მაღალი წნევით ამოდიოდა, ადგილზე მისულებმა ვნახეთ რომ ნიჟარას ონკანი აღარ ჰქონდა". სამსახურის თანამშრომლები მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს თუმცა წყლის ონკანი ვერ ნახეს. მომხდარის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა, მერიის თანამშრომლებმა წყალი გარკვეულ მონაკვეთზე დროებით გადაკეტეს.