2016-11-08 19:03:04
რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის შედგენამდე კომისიამ ორი შემოსული საჩივარი განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, №29-ე საარჩევნო ოლქში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 20 468 შეადგინა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარმა კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა 5483 ხმა, ხოლო "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა პაატა მხეიძემ 14 277 ხმა მიიღო. №30-ე საარჩევნო ოლქში კი 19 800 ამომრჩეველი მივიდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით კირკიტაძემ 6215 ხმა, "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ კი 12 951 ხმა მოიპოვა.