2017-04-30 16:58:03
რუსთავის სარაგბო სტადიონზე დიდი 10-ის ფლეიოფის მე-2 წრის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „აკადემია“ და „ლელო-სარასენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, რამდენჯერმე გათანაბრდა ანგარიში. საბოლოოდ შეხვედრა 5-ქულიანი სხვაობით ანგარიშით 26:31 „ლელოს“ გამარჯვებით დასრულდა.