2017-04-30 15:09:04
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა თანამდებობა დატოვა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრეს სამსახურის ინფორმაციით, წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადებით საკრებულოს 28 აპრილს მიმართა. ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე ასრულებს.
"ინფო რუსთავი" ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს პაატა ხიზანაშვილს დაუკავშირდა, ხიზანაშვილი გამორიხავს იმ ვარაუდს, რომ მისი თანამდებობის დატოვების შემდეგ მისი კადრების გათავისუფლება მიმდინარეობს, რადგან ისინი არჩეული გამგებლები არიან და, შესაბამისად, არჩევნებამდე ცვლილებები არ განხორციელდება. რაც შეეხება ბესკ წიკლაურს, ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაინაცვლებს. ხიზანაშვილის ინფორმაციით, ბესიკ წიკლაურს თანამდებობის დატოვება დიდი ხანია უნდოდა.