2017-04-29 18:35:17
კრწანისის ტყე-პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა Flea Market გაიმართა. ღონისძიება ქ.თბილისის 153-ე სკოლის ეკო-კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე 30-მდე მონაწილის, მათ შორის რუსთაველი ახალგაზრდების ხელნაკეთი ნივთები და მრავალფეროვანი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. Flea Market-ი დილით დაიწყო და დღის განმავლობაში საღამომდე გაგრძელდა. ნახეთ ვიდეო