2017-04-29 15:55:03
ქვემო-ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე „საქართველოს 2016 წლის სტიქიურ-გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზები 2017“. შეხვედრა და ყოველწლიური ანგარიში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სტიქიური და გეოლოგიური პროცესებისგან მოსალოდნენლი საფრთხეები და პროგნოზები თუ რა უნდა გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტებმა პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს. პრეზენტაციას სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.