რატომ დადიან ყვითელი ავტობუსები ქალაქში

2020-04-01 10:07:56

საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავს რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ქალაქის ქუჩებში მუნიციპალური ავტობუსები გადაადგილებასა და მგზავრების გადაყვანას კვლავ განაგრძობენ. 

ინფო რუსთავი ამ ფაქტით დაინტერესდა და რუსთავის მერიას დაუკავშირდა.

მერიაში განგვიცხადეს, რომ მუნიციპალიტეტმა აღნიშნული ავტობუსები დროებით რუსთავის მეტალურგიის ქარხანას მიაქირავეს. საწარმო მას საკუთარი თანამშრომლების გადასაყვანად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინ გასამართი სადგურებისა, მუშაობა აეკრძალა. თუმცა მუშაობის ნება დაერთოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს, რომლებიც თანამშრომლებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, თავიანთი ტრანსპორტით მოემსახურება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები