ინციდენტი მეგობრობის გამზირზე დაახლოებით 10 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით მინივენის ტიპის ტაქსის მძღოლმა ავტომობილი გაზგასამართ სადგურზე დატუმბა და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ "აფეთქდა". ავტომობილი გაზის სისტემაზე მუშაობდა და მძღოლის მეგობრები აფეთქების მიზეზად თხევადი აირის დაგროვებას ასახელებენ. აფეთქებისას ავტომობილში 35 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები". ნახეთ ვიდეო.