კარტინგის ტრეკი მინისტრმა გამოსცადა (ვიდეო)

2017-04-28 15:29:50

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციას, რუსთავის მერიისა და საკრებულოს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელებს  შეხვდა. შეხვედრაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის მიღებულ  #193 დადგენილებაე იმსჯელეს. დადგენილების თანახმად, ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა ავტო-მოტო სპორტის დარგში და დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ავტოდრომის განვითარებისთვის, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კარტინგისთვსი განკუთვნილი ტრასაც მოსინჯეს, რუსთავის ავტოდრომზე საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა ოფიციალურად მაისის ბოლოს გაიხსნება. ნახეთ ვიდეო.