რუსთავში ყველა გასასვლელს და შესასვლელს სამართალდამცავები აკონტროლებენ. ინფო რუსთავის ინფორმაციით, პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულები არიან ასევე მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზეც.
ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ შეინიშნება, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა. პოლიცია მკაცრად აკონტროლებს იმას, რომ არ მოხდეს სამარშრუტო ტაქსებით და მინივენებით მგზავრთა გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება.