საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლის, დავით ბაგრატიონის დედა გარდაიცვალა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ, 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, უფლისწული დავით ბაგრატიონ - მუხრანბატონის დედა.
პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მდრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ - მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი", - ნათქვამია განცხადებაში.