რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახური, ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. ამ დროისთვის შესწავლილია 83 შენობის სახურავი და ზარალი 300 000-მდე ლარს აღწევს, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელის ალეკო ნავროზაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანხა საბოლოო არ არის, რადგან 40-მდე შენობის დაზიანებული სახურავი ჯერ კიდევ შესასწავლია. აღწერის შემდეგ, შედეგებს სპეციალური კომისია განიხილავს.