შოთა რუსთაველის ბიუსტი გადაიტანეს.

2017-04-26 20:30:35

შოთა რუსთაველის ბიუსტი მეგობრობის გამზირიდან პირველი მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს.
შოთა რუსთაველის ბიუსტი მეგობრობის გამზირზე მწერალთა ყოფილი სახლის წინ წლების განმავლობაში იყო განთავსებული. მას შემდეგ რაც შენობა გასხვისდა, ადგილზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი გაიხსნა, სწორედ ამ მიზეზით ბიუსტის გადატანა მისთვის შესაფერის ადგილზე გადაწყდა.
აღნიშნულ ადგილზე სკვერის მოწყობისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდიურები გაკეთდება, ასევე სკამები და ნაგვის ურნები განთავსდება.  სამუშაოებს ტენდერში ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს GP-Company  9621 ლარად ასრულებს.