რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის 28-ე ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და თბილისის "კაკტუსი" დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 71:77 "კაკტუსის" სასარგებლოდ დასრულდა. "რუსთავიდან" ყველაზე მეტი 18 ქულა მაურის ბრიგსმა დააგროვა, "კაკტუსიდან" კი ირაკლი ჩლაიძემ 19 ქულის მოპოვება შეძლო.