ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან ღონისძიება გაიმართა.

2017-04-26 18:53:06

რუსთავის მთავარი ბიბლიოთეკის წინ, ახალგაზრდებმა ეზო მოხატეს და წიგნებისა და ტექნოლოგიური თამაშების გამოფენა გაიმართეს. ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. აქტივობა რუსთავის ამერიკული კუთხის ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის თავს მიეძღვნა.