მეგობრობის ქუჩის #10 ბინის სახურავი დაზიანებულია. პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ აღნიშნული მისამართის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, სახურავი ნახევრად ამძვრალია და გამვლელებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ რომ, პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან. რაც შეეხება სახურავის შეკეთებას, რეაგირება მას შემდეგ მოხდება, რაც საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის.