რუსთავში ისტორიული ციხის რესტავრაცია განახლდა.
ამ ეტაპზე ციხის ჩრდილოეთ ზღუდის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
ისტორიული ძეგლის აღდგენის წინაპირობა, "ციხე-ქალაქ რუსთავის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის და მართვის გეგმა" გახდა, რომელიც რუსთავის მერის თხოვნით შექმნეს ქალაქის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს.
მიმდინარე სამუშაოებისთვის 100 000 ლარი ფონდმა "ქართუმ" გამოყო.
"ეს პროექტი არ არის 1 ან 2 თვიანი, შესაძლოა იყოს მრავალწლიანი და შესაბამისად არ ვიცით როდის დასრულდება", - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა.
რუსთავის ისტორიული ციხესიმაგრე, თბილისის მახლობლად, დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა.
მისი პირველი ზღუდე, VI-V საუკუნით, მეორე შიდა ზღუდე -IX-XI, გარე კედელი, კი XII- XIII საუკუნეებით თარიღდება.
რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც არის ფრესკები. კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლს, რესტავრაცია პირველად უტარდება.
პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.