გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტს რუსთავის პოლიცია უკვე იძიებს. სააგენტოს ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი არასრულწლოვან გოგონებს პერიოდულად უთვალთვალებდა. როგორც ინფო რუსთავს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა განუცხადა მამაკაცი მოსწავლეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვდებოდა, სასქესო ორგანოს ანახებდა და მასტურბირებდა. მშობლების თქმით, ფაქტი რამდენჯერმე განმეორდა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა და ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო. დაკავება სწორედ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.