რუსთავის ბაღებში არდადაგები გამოცხადდა

2020-02-29 19:19:01

"რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება" განცხადებას ავრცელებს.

"ძვირფასო მშობლებო! გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გამკაცრებულია ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 2-დან 16 მარტამდე რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შევწყვიტოთ სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი და გამოვაცხადოთ არდადეგები. გისურვებთ ჯანმრთელობას!".