რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები დაიდგა

2020-02-28 18:13:46

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ტროტუარზე განთავსებული ძველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონტეინერებით შეიცვალა.

განახლების პროცესში რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ პირადად მიიღო მონაწილეობა.

"რუსთავი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია საქართველოში. ქალაქის სისუფთავეზე კი  ყოველდღიურად რუსთავსერვის ცენტრის სამსახურის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ზრუნავს, მათი შრომის შედეგად რუსთავი დღეს უფრო სუფთა ქალაქია ვიდრე წლების წინ იყო. ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. აუცილებელია ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე და მე ვთხოვ მოსახლეობას ნუ დაანაგვიანებენ გარემოს. დღეს 40-მდე ახალი კონტეინერი განთავსდა მეგობრობის გამზირზე, პროცესი გაგრძელდება და ძველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ახალი კონტეინერებით ჩანაცვლდება,"- განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

დეკორატიული საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერები მეგობრობის ქუჩის დასაწყისიდან იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი.