ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მშენებართა ქუჩაზე.
ერთმანეთს "ოპელისა" და "რენოს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ერთერთი თვითმხილველების ინფორმაციით "ოპელის" მარკის ავტომობილი "რენოს" მარკის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც "რენოს" მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. სააგენტოს ადგილზე მყოფმა მეორე პირმა კი განუცხადა რომ - "ოპელის მარკის ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა მთავარ გზაზე, რა დროსაც შემომავალი გზიდან მომავალი რენოს მარკის ავტომობილი დაეჯახა ოპელის მარკის ავტომობილს. შემდეგ რენოს მარკის ავტომობილი ეჯახება ბოძს რის შედეგადაც ამოტრილდა."
შემთხვევის შედეგად დაშავდა 32 წლის მამაკაცი. პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"პაციენტი იმყოფება გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოკვლევებისა და დაკვირვების მიზნით. მამაკაცის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თეა გელაშვილმა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.