რუსთავის სამარშრუტო ტაქსი მამაკაცს დაეჯახა (ვიდეო).

2016-11-07 19:41:48

დაახლოებით 18:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში. რუსთავში მომავალი "ტოიოტას" მარკის "მინივენი" 52 წლის მამაკაცს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა თბილიის საავადმყოფოში გადაიყვანა. „ვაკე-ტაქსში“ მსხდომი მგზავრები არ დაშავებულან. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.