რუსთავში, ყაზბეგის პირველ გასასვლელში და ვაჟაფშაველას ქუჩაზე, გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე ბეტონის საფარი დაიგო.
"ამ ეტაპზე, ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები 2 ქუჩაზე ჩატარდა. სამუშაოები 2019 წლის, 21 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდა", - განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის ბიუჯეტიდან 704 546 ლარი გამოიყო.
სამუშაოები შპს "სატრანსპორტო სამშენებლო" კომპანიამ შეასრულა.