რუსთაველი მხატვრების გამოფენა გერმანიაში (ფოტოები).

2016-11-07 17:24:21

რუსთაველმა მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრები ბერლინში წარადგინეს. ქართული შემოქმედება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბესო როსტიაშვილმა და დავით დოთიაშვილმა გაიტანა. გალერეა „მაკოვსკიში“ მხატვრების მიერ, აფსტრაქტულ ჟანრში შესრულებული 20-მდე ნამუშევარი გამოიფინა. გამოფენის გახსნის ცერემონიალს საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ქართველი მხატრვრების ნამუშევრებს გაეცნენ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებიც. უცხოელებს ქართველი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება თვის ბოლომდე შეეძლებათ.