მე-17 საჯარო სკოლაში მისთვის მწერალის ლევან გოთუას სახელის მინიჭებასა და მემორიალური დაფის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
"მე-17 საჯარო სკოლას მიენიჭა ლევან გოთუას სახელი. დღეს სწორედ სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ღონისძიებაა გამართული, სადაც ჩვენი ბავშვები ხალხს თავისი შემოქმედებით კიდევ უფრო კარგად გააცნობენ ამ დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას"- განაცხადა სკოლის დირექტორმა ნელი ლიქოკელმა.
გახსნის ცერემონიას სხვა სკოლის დირექტორები და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც ესწრებოდნენ.
"უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის სახელი მიენიჭა მე-17 სკოლას. ის ადამიანი 12-13 წლის ვიყავი, როცა მისი მოთხრობებით გავიცანი. მაგრამ მთავარი ამ ადამიანის მოღვაწეობაა, რომელიც იყო დაუმორჩილებელი და დაუოკებელი თავისი სამშობლოს სიყვარულისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. იმედია, სკოლაც და სკოლის მოსწავლეებიც ამას ისე გაიგებენ, როგორც საჭიროა. ამ სახელს გაფრთხილება, მოვლა, სწავლა და ქვეყნისთვის თავდადება სჭირდება"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
ღონისძიებაზე მე-17 სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
სკოლამ ლევან გოთუას მემორიალური რელიეფური პორტრეტი დაამზადა, რომელიც სკოლის შემოსასვლელში განთავსდება.