"ოკუპანტის ჰიმნით რომ პარლამენტში შეხვალ არის თუ არა ეს ჩვენი გმირების საფლავების შეურაწყოფა... მაპატიეთ მაგრამ ყველას დედას შე**** მე ხოშტარიათი დაწყებული , შუაში "შუაშიშტების" და თავში მათი ლიდერი სააკაშვილის ალალი გულით და დედის ტ***ის სურვილებით" [ვიდეო/video]
ასე გამოეხმაურა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი საკუთარ ფეიბუქ გვერდზე გუშინ ოპოზიციის წევრების ქმედებას, რომლებმაც პარლამენტში რუსული ჰიმნი ჩართეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
გთავაზობთ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის პირველ კომენტარს მის მიერ დაწერილ FACEBOOK პოსტზე, რომელსაც საზოგადოების მხრიდან სხვადასხვანაირი რეაქციები მოჰყვა.
"ჩემი ის პოსტი, რომელიც გინებას შეიცავდა, ბევრად ნაკლები ცოდვაა, იმასთან შედარებით რაც გუშინ მოხდა პარლამენტში... ეს ქმედება არის რუსული პროპაგანდა, სამშობლოს ღალატი, როდესაც პარლამენტში შედიხარ რუსული ჰიმნით. ეს არის იმ შეურაცხყოფა იმ გმირებისა და თითოეული საქართველოს მოქალაქისა. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, არანაირად არ ვუხდი ბოდიშს გუშინდელი დღის შემოქმედებს"- განაცხადა ინფო რუსთავთან საკრებულოს თავმჯდომარემ.
ლევან ონიანის სრული კომენტარი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ.