მანჩესტერ სიტი UEFA-ს კლუბის შეჯიბრებებზე მომდევნო ორი სეზონის, 2020-2021-ის, განმავლობაში თამაში აეკრძალა.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
UEFA-მ ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდში ლიცენზირებასა და ფინანსურ საკითხებში სერიოზული დარღვევები აღმოჩინა.
გუნდის ჯარიმის სახით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 32.5$ მილიონი დააკისრა.
სიტიში ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთეს და ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან.
ინგლისური გუნდი UEFA-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
მანჩესტერ სიტის მიმდინარე 2019-2020 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება მაინც შეუძლია.