ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.
ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო აღნიშნულ ლოკაციაზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო.