რუსთავში, მამაკაცი ცოლის ცემის გამო ციხეში 3-ჯერ იჯდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მელიქიშვილის ქუჩაზე, 40 წლამდე მამაკაცმა, მეუღლეს, 30 წლამდე ქალს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით აღნიშნული მამაკაცის მხრიდან ცოლის ცემის ფაქტი ადრეც დაფიქსირდა და ოჯახში ძალადობის მუხლით მამაკაცი 2-ჯერ უკვე იმყოფებოდა სასჯელღსრულების დაწესებულებაში.