ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2020-02-09 22:30:17

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

ავარია რუსთავის შემოსასვლელში მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სავარაუდოდ საჭესთან ჩაეძინა, საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და ბეტონის დამცავ ჯებირს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.