რუსთავში ალტას ახალი მაღაზია გაიხსნა [video]

2020-02-08 13:48:15

რუსთავში, შარტავას გამზირზე ("რუსთავი დეველოპერი/Rustavi Developer"-ის შენობაში) ალტას რიგით მე-12 მაღაზია გაიხსნა. ® [ვიდეო/video]

მისაღებ ფასებთან, უმაღლესი ხარისხის, ინოვაციურ ტექნიკასთან, კვალიფიციურ მომსახურებასა და ფართო არჩევანთან ერთად ალტა ახალი ფილიალის სტუმრებს უამრავ სიურპრიზს სთავაზობს.

გრანდიოზული ფასდაკლებები, საჩუქრები და თქვენზე მორგებული აქციების მრავალფეროვნება - ალტას ახალ მაღაზიაში მომხმარებელს სწორედ ამ შეთავაზებებით შეუძლია ისარგებლოს.

გრანდიოზული შეთავაზებები ახალ ფილიალში თებერვლის ბოლომდე გასტანს. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, სიყვარულის სეზონთან დაკავშირებით,  ტექნიკის მაღაზიაში ახალი კამპანია: „იმიტომ რომ მიყვარხარ!“ იწყება. კამპანია  10 მარტამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში ტექნიკის მაღაზიის სტუმრებს უმარავი სასიამოვნო სიახლე ელოდებათ.

ალტას და მათ შორის მისი ახალი ფილიალის ძლიერი მხარე თითოეული მომხმარებელის მიმრთ ინდივიდუალური მიდგომაა.

"ჩვენ ვეუბნებით უარს სტერეოტიპს: "რაც უფრო მეტს გადაიხდი, მით უფრო კარგს ყიდულობ". ამ სივრცეში ადამიანებს მათი  შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ვურჩევთ სასურველ ნივთს", - აცხადებს ალტას ახალი ფილიალის მენეჯერი ელისო მახარობლიძე.

მაღაზია დღეს შარტავას გამზირზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ალტას ერთგულ თუ ახალ მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენის პარალელურად საჩუქრებიც გადაეცათ.

ფილიალი ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.

მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნიკა, მათ შორის: სმარტფონები, კომპიუტერები, ტელევიზორები, სამზარეულოს მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აქსესუარები და სხვა. კომპანია არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში როგორიცაა: Apple, Samsung, Intel, Microsoft, Asus, Canon, Sony, Huawei, Panasonic, Philips, Whirlpool, Hotpoint, Electrolux, Lenovo, TCL, Kingston და ა.შ.

ალტა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელია საქართველოში.ის 5 ქალაქში უკვე 12 მაღაზიითაა წარმოდგენილი, ასევე ინტერნეტ მაღაზიით, სადაც შესაძლებელია თქვენთვის სასურველი პროდუქცია შეიძინოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველ ადგილას - alta.ge